Tuesday, May 1, 2012

18 აპრილი – დაიბადა ელენე ახვლედიანი

განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტიმური გრძნობით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ძველი თბილისი" (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), "კახეთი-ზამთარი" (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ძველი თბილისი" (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), "პარიზის ერთ-ერთი კუთხე" (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "თელავი" (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), "ალაზნის ველი" (1954), "იმერეთი" (1956, ორივე საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), "შემოდგომა" (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.

No comments:

Post a Comment